სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბი
,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი"

ღონისძიება3




თბილისის 37-ე სკოლის ლიტერატურული კლუბი ,,კარცერი-
ლუქსი"ტრადიციას არ ღალატობს და ახალი პროექტის, ,,მწერლები ევროპული
ღირებულებებისთვის", ფარგლებში მწერალი, დრამატურგი, ბლოგერი,
სატელევიზიო
გადაცემის წამყვანი , ბატონი ლაშა ბუღაძე მიიწვია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,შეხვედრის მიზანი მოსწავლეებისთვის მწერლობის
ევროპული ღირებულებების გაცნობა გახლდათ,რაზედაც ბატონმა ლაშამ
სიღრმისეულად ისაუბრა.კითხვა-პასუხის ფორმატიც საკმაოდ საინტერესო
აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლოს სტუმარს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა
სკოლის დირექტორმა,ქალბატონმა ლარისა მელაძემ, და ,,კარცერი -ლუქსის"
სახელით სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა....
P.S.
უახლოეს მომავალში ,ამავე პროექტით ,სკოლას ეწვევიან შესანიშნავი ავტორები
,დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი.



0 comments:

Post a Comment