სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბი
,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი"

Monday, February 25, 2019

... თოვდა და თბილის ებურა თალხი...

    დღეს ,25 თებერვალს,თბილისის 37-ე სკოლის ლიტერატურული კლუბის  , ,,კარცერი-ლუქსის" ,წევრებმა 1921 წლის ტრაგიკული  მოვლენები მოიგონეს,  პატივი მიაგეს ქართველ იუნკერთა ხსოვნას და სტუმრებს წარმოუდგინეს  ლიტერატურული კომპოზიცია:
  ,, ... თოვდა და თბილის ებურა თალხი... "
სკოლის დირექტორმა,ქალბატონმა ლარისა მელაძემ ,დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა , საუკუნოვანი, მულტიკულტურული  სკოლის ტრადიციების შესახებ.ჩვენი დიდი ოჯახის წევრები თუ როგორ დგანან ერთმანეთის მხარდამხარ , მიუხედავად ეროვნებისა და  აღმსარებლობისა.
    მოწვეულმა სტუმრებმა ,ძველი თბილისის   საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა — ქალბატონმა ეკატერინე კვირიკაშვილმა და თბილისის საკრებულოს ,ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს, სამდივნოს წევრმა,  ქალბატონმა  ფლორა მილორავამ,მადლობა გადუხადეს მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას, მოწვევისა და საქართველოსთვის ესოდენ მტკივნეული თემით დაინტერესებისათვის.
        იყო ემოცია...ცრემლი...მღელვარება და ამ ყველაფერს  ერქვა მოგონება იმ გარდასულ დღეთა,როცა 
              ,, ... თოვდა და თბილის ებურა თალხი..."




Add caption


Add caption









                   

Wednesday, February 13, 2019

პირველი თებერვალი