სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კლუბი
,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი"

Saturday, February 17, 2018


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2018 საინტერესოდ აღნიშნა სსიპ ქ.თბილისის N37 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა ,,კარცერ ლუქსმა".
აქტივობაში ჩართული იყო ქართული ენის კათედრის ყველა პედაგოგი საკუთარი შეგირდებით...
მონაწილეობდნენ ,როგორც დაწყებითი,აგრეთვე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
პატარებს ზღაპრები წაუკითხეს უფროსკლასელებმა.პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ,მკითხველის დღიურებში ,მათ მიერ ილუსტრირებული ზღაპრები.საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მოისმინეს მათივე თანატლების (ახალგაზრდა მწერალთა და პოეტთა)მიერ შექმნილი ლექსები და მოთხრობები.უსურვეს მათ შემოქმედებითი ზრდა .








ვფიქრობ,ახალაზრდა მკითხველს დააინტერესებს.

თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge.
2018 წელი პრემია „საბასთვის“ განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 12 ოქტომბერს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში "Kaisersaal"  გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება ქართველ საზოგადოებას პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ეთერით შეეძლება.
სწორედ ფრანკფურტში გამოვლინდებიან  2017 წლის საუკეთესო ავტორები და წიგნები, რომელთა წარდგენა კონკურსზე დღეიდან იწყება. განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.
ფორმატის ცვლილებისა და დაჯილდოების ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია, რომელიც უშუალოდ ფრანკფურტის პროექტს უკავშირდება.
კერძოდ, 2018 წელს „საბა“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პროზაული კრებული
  3. საუკეთესო პოეტური კრებული
  4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ქართული თარგმანი
  7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის
2018 წელს საკონკურსო ნომინაციებს შორის არ მოხვდა „საუკეთესო პიესა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“. თუმცა, ამ 2 ნომინაციაში წარსადგენი წიგნები (ანუ, 2017 წელს გამოცემული პიესები და ლიტერატურული კრიტიკა)  განიხილება  2019 წლის კონკურსზე, 2018 წელს გამოცემულ პიესებსა და ლიტერატურულ კრიტიკასთან ერთად.
ნომინაციაში „ელექტრონული წიგნი“  წელს პრემია ცალკე აღარ გაიცემა, თუმცა ყველა ელექტრონულ წიგნს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, შესაბამის ნომინაციაში, ბეჭდურ წიგნებთან ერთად.
კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. 12 ოქტომბერს კი ფრანკფურტში დაგეგმილ ცერემონიაზე გამოცხადდებიან კონკურსის გამარჯვებულები. 
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.
ოქტომბრიდან დღემდე ,ჩვენი ლიტერატურული კლუბის ფორმატში ,ბევრი რამ დაგვიგროვდა სათქმელი.თუმცა ,რაღაცებს,მაინც, ვაქვეყნებდი მთავარ ბლოგზე.
   დღეიდან ,ახალი ინფორმაციები დაიდება აქ...